Sunday, February 16, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

   დღეს წესრიგში მოვიყვანეთ ჩვენი  ბლოგი და .გავაკეთეთ მისი პრეზენტაცია. 
მოვისმინეთ პორტფოლიოს ზეპირი პრეზენტაციები. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთს პორტფოლიოებზე. ყველა პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და პროექტის გეგმასთან შესაბამისობაში. 
    ჯგუფი იყო ძალიან კომუნიკაბელური. მადლობა ყველას.


  დავამთვრეთ ტრენინგები.

    დიდი მადლობა,  ქალბატონო ლალი ასეთი

გულისხმიერებისათვის. თქვენ ხართ არა მარტო ძალიან 

კარგი  ტრენერი, არამედ ადამიანი, რომელმაც 

კოლოსალური შრომა ჩადეთ იმისათვის, რომ მიგეღწიათ

უმაღლესი შედეგისათვის. უფალმა დიდხანს მოგცეთ

 ასეთი ენერგია. 

   

Saturday, February 15, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

   შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები და განვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში.ასევე ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის პროექტზე, გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ამით დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.   წესრიგში მოვიყვანეთ ბლოგი.გავაკეთეთ ჩვენი ბლოგის პრეზენტაცია.

   უღრმესი მადლობა ქალბატონო ლალი, გაიხარეთ.

Wednesday, February 12, 2014

ტრენინგების მე-7 დღე



  დღეს   ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის ატვირთვა ბლოგზე, 
ბროშურა ბლოგზე ჩავსვით სურათების სახით, ამისათვის გავიხსენეთ პრეზენტაციის სლაიდების გრაფიკული გამოსახვა.
  ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები.  
 დღევანდელი  დღეც ძალიან პროდუქტიული იყო.

Sunday, February 9, 2014

ტრენინგების მე-6 დღის რეფლექსია

   ღღეს  საკმაოდ დატვირთული დღე იყო. ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია ბლოგზე.ასევე ვისწავლეთ google drive-ზე ინფორმაციის ატვირთვა, ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე.  ატვირთული პრეზენტაციის დათვალიერებისა და  რედაქტირების რეჟიმში გამოქვეყნება.. დღევანდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული, ამავე დროს ძალიან დამღლელი.
  ყოჩაღ, ქალბატონო ლალი, სუპერ ტრენერი ბრძანდებით. 

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

  ტრენინგის მეხუთე დღეა. განვიხილეთ პროექტით სწავლების მესამე მოდული, განვიხილეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების ქაოსი. ჩვენი პრეზენტაციისათვის მოვიძიეთ კონკრეტული მასალები.დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, გავეცანით და ჩვენს საქაღალდეში გადმოვიტანეთ საავტორო უფლებები.ინტერნეტში მოვიძიეთ სურათები და ჩამოვტვირთეთ.დავიწყეთ  პრეზენტაციის შექმნა. 

Sunday, February 2, 2014

ტრენინგების მე-4 დღე

    მეოთხე დღეს გავეცანით პროექტის გეგმის მიმართულების  მიმცემი კითხვების ჩამოყალიბებას, რომელია ზოგადი, თემატური და საკვანძო  კითხვები,  გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის პროექტის შესახებ.  გავეცანით პროექტების შეფასების სქემას.    ქალბატონო ლალი დიდი მადლობა ჩვენი გაძლებისთვის.

ტრენინგების მე-4 დღე


   დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ბლოგში ჩავბეჭდეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავუზიარეთ ერთმანეთს.კომენტარების საშუალებით ერთმანეთს მივეცით რჩევები.  
  ზოგადი კითხვა:

 როგორ გადავცუროთ ინფორმციული ოკეანე?

თემატური კითხვები:

1. ინფორმაციის მოძიების რა წყაროები არსებობს?
2. რა იცით ინტერნეტის შესახებ?
3. გაქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან?



შინაარსობრივი კითხვები:

1. რა არის ინტერნეტი?
2. როგორ გვეხმარება ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში?
3. რა უპირატესობა აქვს ინტერნეტს ინფორმაციის მოძიების სხვა წყაროებთან?
4. რომელია პოპულარული საძიებო სისტემა?

Saturday, February 1, 2014

ტრენინგის მესამე დღე

  ტრენინგის მესამე დღეა. ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე. თემის შინაარსზე, ზოგად და საკვანძო კითხვებზე. ვისწავლეთ როგორ შევუსაბამოთ პროექტს საგნის სტანდარტები და ინდიკატორები. გავეცანით ინტერნეტრესურსების გამოყენებას დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
 დავრწმუნდით, რომ ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს სწავლის პროცესი გახდეს უფრო სახალისო, საინტერესო. აგრეთვე, საკუთარი ნააზრევი გახდეს ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის  ხელმისაწვდომი. თემა იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავე დროს დამღლელი. 

Sunday, January 26, 2014

ტრენინგების მეორე დღე

    დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინი, რედაქტირება., განახლება,
.ბროშურის შექმნა პროექტისათვის.  .
 დღემ ძალიან საინტერესოდ გაიარა.


           

ბროშურა

Saturday, January 25, 2014

ტრენინგების პირველი დღე

      ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. გავეცანით ტრენინგის ძირითად მიზნებს:
1.ინტელის სასწავლო პროგრამის გაცნობა.
2.I მოდული-პროექტებით სწავლება
3.თემა-პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი