Sunday, February 16, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

   დღეს წესრიგში მოვიყვანეთ ჩვენი  ბლოგი და .გავაკეთეთ მისი პრეზენტაცია. 
მოვისმინეთ პორტფოლიოს ზეპირი პრეზენტაციები. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთს პორტფოლიოებზე. ყველა პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და პროექტის გეგმასთან შესაბამისობაში. 
    ჯგუფი იყო ძალიან კომუნიკაბელური. მადლობა ყველას.


  დავამთვრეთ ტრენინგები.

    დიდი მადლობა,  ქალბატონო ლალი ასეთი

გულისხმიერებისათვის. თქვენ ხართ არა მარტო ძალიან 

კარგი  ტრენერი, არამედ ადამიანი, რომელმაც 

კოლოსალური შრომა ჩადეთ იმისათვის, რომ მიგეღწიათ

უმაღლესი შედეგისათვის. უფალმა დიდხანს მოგცეთ

 ასეთი ენერგია. 

   

Saturday, February 15, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

   შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები და განვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში.ასევე ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის პროექტზე, გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ამით დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.   წესრიგში მოვიყვანეთ ბლოგი.გავაკეთეთ ჩვენი ბლოგის პრეზენტაცია.

   უღრმესი მადლობა ქალბატონო ლალი, გაიხარეთ.

Wednesday, February 12, 2014

ტრენინგების მე-7 დღე



  დღეს   ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის ატვირთვა ბლოგზე, 
ბროშურა ბლოგზე ჩავსვით სურათების სახით, ამისათვის გავიხსენეთ პრეზენტაციის სლაიდების გრაფიკული გამოსახვა.
  ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები.  
 დღევანდელი  დღეც ძალიან პროდუქტიული იყო.

Sunday, February 9, 2014

ტრენინგების მე-6 დღის რეფლექსია

   ღღეს  საკმაოდ დატვირთული დღე იყო. ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია ბლოგზე.ასევე ვისწავლეთ google drive-ზე ინფორმაციის ატვირთვა, ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე.  ატვირთული პრეზენტაციის დათვალიერებისა და  რედაქტირების რეჟიმში გამოქვეყნება.. დღევანდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული, ამავე დროს ძალიან დამღლელი.
  ყოჩაღ, ქალბატონო ლალი, სუპერ ტრენერი ბრძანდებით. 

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

  ტრენინგის მეხუთე დღეა. განვიხილეთ პროექტით სწავლების მესამე მოდული, განვიხილეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების ქაოსი. ჩვენი პრეზენტაციისათვის მოვიძიეთ კონკრეტული მასალები.დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, გავეცანით და ჩვენს საქაღალდეში გადმოვიტანეთ საავტორო უფლებები.ინტერნეტში მოვიძიეთ სურათები და ჩამოვტვირთეთ.დავიწყეთ  პრეზენტაციის შექმნა.